რამდენიმე თვის წინ, ზუსტად იმავე შინაარსის ინფორმაცია ნაპოლის ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზეც ვრცელდებოდა და მის მომავალსაც საუდის არაბეთს უკავშირებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ევროპის გამორჩეული ფეხბურთელები საუდის არაბეთში მასიურად მიდიან, ქართველი ფეხბურთელების გეგმები და შეხედულება სხვაგვარია.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 0% არის იმის შანსი, რომ მამარდაშვილი საუდის არაბეთში წავიდეს. ის ამ შეთავაზებას არც კი განიხილავს. ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია - მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელია და თუ რეალური წინადადება არ გამოჩნდა, ამ გუნდში დარჩება.
ზოგადად კი, საქართველოს ნაკრების წამყვანი ფეხბურთელების - ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილის, გიორგი ქოჩორაშვილის, ზურიკო დავითაშვილის, ჟორჟ მიქაუტაძისა და სხვების მთავარი მოტივი არა ფული, არამედ კარიერიული განვითარება და ევროპულ ფეხბურთში თავიანთი სახელის დატოვებაა, რისი პერსპექტივაც აქვთ.
ევროპის ფარგლებს გარეთ სარფიან კონტრაქტზე წასვლა შესაძლოა მისაღები იმ მოთამაშეებისთვის იყოს, რომელთაც ევროპის წამყვანი გუნდებისგან ინტერესი არ აქვთ. ამ სიაში კი ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები არ შედიან.














