"ჩემი აზრით ლივერპული ამ ზაფხულს არ გაძლიერებულა. ფედერიკო კიეზას ტრანსფერი კარგია, მაგრამ იტალიელი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი არ იქნება და ძირითადად როტაციაში ითამაშებს.
გიორგი მამარდაშვილი? ეს მომავლის ტრანსფერია, ქართველი მომავალ სეზონამდე გუნდთან ერთად არ იქნება, შესაბამისად, ლივერპული იგივე გუნდია, რაც წინა სეზონში იყო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ლივერპული არის მესამე საუკეთესო გუნდი პრემიერ ლიგაში — ამ სეზონში ორი ფავორიტი გუნდია, მანჩესტერ სიტი და არსენალი".
არნე სლოტის გუნდმა ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და 5 ტურის შემდეგ, 12 ქულით, მე-2 პოზიციას იკავებს.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი













