"როდრის რეალში გადმოსვლაზე დაყოლიებას ყოველდღე ვცდილობ. მან სასწრაფოდ უნდა დატოვოს ქალაქი მანჩესტერი, რადგან იქ კარგი ამინდიც კი იშვიათად არის. ერნანდესი გვჭირდება მადრიდში, ის გუნდს იდეალურად მოერგებოდა. როგორია მისი პასუხი? ის გამუდმებით იმეორებს, რომ მას სიტისთან კონტრაქტი აკავშირებს", - განაცხადა ესპანელმა განაპირა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ "ქალაქელების" საყრდენი ნახევარმცველის ამჟამინდელი კონტრაქტი 2028 წლამდე არის გათვლილი. მისი სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 120 მილიონად ფასდება.















