"ფეხბურთელი, რომელიც 2021 წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ საუკეთესო არა ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად, სად გაქრა? ვინმე მეტყვის სად გაქრა ფედე, რომელმაც ქვეყანას ევროპის ჩემპიონატის ტიტული მოუტანა?!
ვიფიქრე პრემიერ ლიგაში გადასვლით ახალ ეტაპზე გადასვლას შეძლებდა. ახალ ქვეყანაში საკუთარ შესაძლებლობებს კარგად წარმოაჩენდა, ითამაშებდა განსხვავებულ ლიგაში, კლუბში და ნაკრებს ისევ გამოადგებოდა, მაგრამ თქვენ გინდა მითხრათ, რომ 10 წუთის თამაშიც კი აღარ შეუძლია?
ის ფიზიკურად ცუდად არის თუ ინგლისის სტანდარტებს არ შეესაბამება? ამის შესახებ რაღაც უნდა ვიცოდეთ, ის ხომ ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრია. ჩემი აზრით, ფედე ყველაზე ნიჭიერი იტალიელი მოთამაშეა და იმ სიტუაციაში სადაც ახლა ის არის, უბრალოდ მიუღებელია."

ფედერიკო კიეზა იუვენტუსიდან ლივერპულში ამ ზაფხულს გადაბარგდა. სეზონის დაწყებიდან დღემდე, 27 წლის ფეხბურთელმა ჯამში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, უფრო ზუსტად კი 78 წუთის თამაში მოასწრო.