ვეტერანი მეკარე 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა და ამ დრომდე უგუნდოდ არის. ზაფხულში ფეხბურთელი მონცაში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.
იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელი 2014-2019 წლებში რეალ მადრიდის ღირსებას იცავდა და ბარსელონას წინააღმდეგ არაერთი მატჩიც აქვს ჩატარებული, გამოცდილ მეკარეს კატალონიურ კლუბში თამაშის სურვილი მაინც აქვს.
უახლოეს დღეებში კეილორ ნავასის პოტენიცურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ. როგორც ესპანურ პრესაში იწერება, ბარსელონა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.















