ჩოლო სიმეონეს გუნდი, ალვარო მორატას წასვლის შემდეგ, ორი ფორვარდის დამატებას გეგმავდა და როგორც ჩანს, ალექსანდერ სორლოთის შემდეგ, გუნდი ალვარესსაც დაიმატებს. არგენტინელს, რომ მანჩესტერ სიტის დატოვება სურდა, ამის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ დავწერეთ. ამ პერიოდში, ფეხბურთელი ბევრ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის პსჟ-საც, თუმცა როგორც ჩანს, ყველას ესპანური გუნდი აჯობებს.
მხარეები არც მეტი, არც ნაკლები €90-95 მილიონიან გარიგებაზე მუშაობენ. ამ ტრანსფერს, დიდი ალბათობით, სამუ ომოროდიონის ატლეტიკოდან ჩელსიში გადასვლა მოჰყვება. მადრიდული და ლონდონური კლუბები ტრანსფერზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობენ და 20 წლის ფორვარდის სანაცვლოდ მიღებული თანხით, ჩოლოს გუნდი ალვარესის გარიგებას დახურავს. ატლეტიკო სამუს დაახლოებით €40-45 მილიონად გაყიდვას გეგმავს.
ეს ორი ტრანსფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია და როგორც კი ერთი გარიგება დაიხურება, დომინოს ეფექტით, მეორეც მიჰყვება.














