ცნობილი ხდება გარიგებისა და ფეხბურთელის კონტრაქტის დეტალები — ხვიჩა კვარაცხელია ფრანგულ გრანდთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს, რა დროსაც მისი წლიური ანაზღაურება €7 მილიონზე მეტი იქნება. ხელშეკრულებაში ჩაიწერება სოლიდური ბონუსებიც. ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელის ხელფასი ნაპოლიში €1.2 მილიონი იყო. ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა დიდი ალბათობით არ ჩაიწერება.
რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, პსჟ და ნაპოლი დაახლოებით €70-75 მილიონიან გარიგებაზე შეთანხმდნენ. იმის მიუხედავად, რომ ნაპოლი კვარაცხელიას €80-90 მილიონის ფარგლებში აფასებდა, ფეხბურთელის გადაწყვეტილებამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ქართველ ფეხბურთელს "პარტენოპეის" დატოვება სურდა, რის გამოც იტალიური კლუბი გარკვეულ დათმობაზე წავიდა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას კვირის ბოლომდე ოფიციალურად წარადგენს.














