რამდენიმე დღის წინ როგორც გაცნობეთ, LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, კვარაცხელიას შეძენა პრემიერ ლიგის გუნდებს სურთ და მათ შორის ყველაზე მეტად ნიუკასლი აქტიურობს. ახლა კი როგორც ცნობილი ხდება, საქმეში პსჟ დაბრუნდა, რომელიც 2024 წლის ზაფხულში კვარაცხელიას შეძენასთან საკმაოდ ახლოს იყო. რამდენიმე თვის წინ პარიზულმა კლუბმა ქართველი ვინგერის სანაცვლოდ ორი შეთავაზება გააკეთა, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა ორივე მათგანი დაბლოკა. როგორც ჩანს, პსჟ ქართველის დამატებას კვლავ განიხილავს. დიდია იმის ალბათობა, რომ პარიზელებმა უახლოეს დღეებში პირველი ოფიციალური შეთავაზებაც კი გააკეთონ.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 3 თებერვლამდეა ღიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ საკმარისზე მეტი დროა რამდენიმე ტოპ გარიგების განსახორციელებლად. ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.














