როგორც ჯუდი, ისე ჯობიც, ბირმინგემის აკადემიის აღზრდილია, საიდანაც 2023 წელს სანდერლენდში გადაბარგდა. ინგლისელმა ამ დროში 60 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. 19 წლის ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ახლა, რომ სანდერლენდი ჩემპიონშიპის ლიდერია, ჯობის დიდი დამსახურებაცაა.
ჯობის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბებიც იჩენენ. ახალგაზრდა ნახევარმცველს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკაშირებს, შესაბამისად, სანდერლენდი ბელინგემს დაახლოებით €20-25 მილიონად აფასებენ.
უახლოეს პერიოდში ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.













