ამ მომენტისთვის უცნობია, რა გარიგება შედგა მხარეებს შორის, თუმცა როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, ნარიმანიძე გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა რაც ვარჯიშობს და უახლოეს დღეებში, მის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
ნარიმანიძე იბერიას (საბურთალოს) აკადემიის აღზრდილია, 2024 წლიდან კი იბერიას მთავარ გუნდში დაწინაურდა. ფეხბურთელს ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, მათ შორის 21-წლამდე ნაკრებშიც.













