ანტონიო კონტე და ჯოვანი მანა სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებენ — იმის მიუხედავად, რომ ნაპოლი ალეხანდრო გარნაჩოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, გუნდში გეგმა ბ-ზეც ფიქრობენ. როგორც ირკვევა "პარტენოპეი"
კარიმ ადეიემის თაობაზე დორტმუნდს ოფიციალურად დაუკავშირდა! პირველი კონტაქტი შედგა გერმანელი ვინგერის აგენტთანაც, რა დროსაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს. ფეხბურთელი სიგნალ იდუნა პარკის დატოვებას სერიოზულად განიხილავს.

დორტმუნდი 23 წლის ვინგერს დაახლოებით €45-50 მილიონად აფასებს, რაც ნაპოლისთვის მისაღები თანხაა. თუ იტალიელები ალეხანდრო გარნაჩოს ტრანსფერს ვერ დახურავენ, გუნდი თავიდან ბოლომდე კარიმ ადეიემის კანდიდატურაზე გადაერთვება.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 12 დღეა დარჩენილი, ნაპოლი კი უახლოეს დღეებში მინიმუმ ორი გარიგების გაჩარხვას გეგმავს.