ინტერში მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. იტალიურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, "ნერაძურის" საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ექნება და ამ სტატიაში სწორედ მილანური გრანდის 2026/27 სეზონის პირველ გარიგებაზე მოგიყვებით.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ალექსანდარ სტანკოვიჩი ზაფხულში ინტერში დაბრუნდება და მომდევნო სეზონს "ნერაძურიში" დაიწყებს! დიახ, კრისტიან კივუს თანხმობა უკვე არის, მილანელები ე.წ. უკან დაბრუნების (buy-back) უფლებას გააქტიურებენ და 20 წლის სერბ ნახევარმცველს €23 მილიონად გამოისყიდიან.
შეგახსენებთ, ალექსანდარ სტანკოვიჩი ბრიუგეში მიმდინარე სეზონში გაბარდგა და მალევე იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. ახალგაზრდა ნახევარმცველის ანგარიშზე უკვე 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, რაც საკმაოდ სოლიდური სტატისტიკაა. ინტერში სერბი ფეხბურთელის ძალიან ეიმედებათ და სწორედ ამიტომ ზაფხულში მის უკან დაბრუნებას გეგმავენ.













