გავლენიანი ბრიტანული გამოცემები საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ირკვევა, ალექსის მაკ ალისტერმა შესაძლოა ზაფხულში ლივერპული დატოვოს!
დიახ, კლუბთან დაახლოებულ ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, არგენტინელი ფეხბურთელი ხელშეუხებელი ნამდვილად არაა და თუ რომელიმე კლუბი დაახლოებით €60/70 მილიონს მაინც გადაიხდის, ხელმძღვანელობა ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.
ლივერპულის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას ახალი კონტრაქტის ამბავიც ამყარებს - როგორც ცნობილი ხდება, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე ერთი წელია, რაც მუშაობენ, თუმცა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. შეგახსენებთ, ალექსის მაკ ალისტერს მერსისაიდულ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ალექსის მაკ ალისტერის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, თუმცა ერთი რამ ფაქტია, დიდი შანსია 27 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ახალი სეზონი, ახალ გუნდში დაიწყოს.













