გავლენიანი ესპანური გამოცემები საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ირკვევა, ალეხანდრომ ბალდემ შესაძლოა ზაფხულში ბარსელონა დატოვოს!
დიახ, კლუბთან დაახლოებულ ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, ესპანელი ფეხბურთელი ხელშეუხებელი ნამდვილად არაა და თუ რომელიმე კლუბი დაახლოებით €50/60 მილიონს მაინც გადაიხდის, ხელმძღვანელობა ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.
ეს ინფორმაცია ბარსელონას ფანებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ზემოხსენებული წყაროების თქმით, ბარსელონაში დიდი ცვლილებები იგეგმება და დიდი შანსია გუნდი არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს.
შეგახსენებთ, ალეხანდრო ბალდეს ბარსელონასთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მის პოტენციურ ტრანსფერზე საუბარი კი უახლოეს თვეებში შეგვეძლება. დიდი შანსია 22 წლის განაპირა მცველის დამატება რამდენიმე ევროპულმა კლუბმა მოინდომოს, შესაბამისად, წინ საკმაოდ საინტერესო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გველოდება.













