გავლენიანი ესპანური გამოცემები საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ირკვევა, ედუარდო კამავინგამ შესაძლოა ზაფხულში რეალ მადრიდი დატოვოს! დიახ, კლუბთან დაახლოებულ ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, ფრანგი ფეხბურთელი ხელშეუხებელი ნამდვილად არაა და თუ რომელიმე კლუბი დაახლოებით €50/60 მილიონს მაინც გადაიხდის, ფლორენტინო პერესი ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.
ეს ინფორმაცია სამეფო კლუბის ფანებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ზემოხსენებული წყაროების თქმით, რეალ მადრიდში დიდი ცვლილებები იგეგმება და დიდი შანსია გუნდი არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ გუნდში ნიკო პასიც ბრუნდება, პლიუს ამას რეალ მადრიდს გაყიდვებიც სჭირდება, სწორედ ამიტომ სამეფო კლუბში ედუარდო კამავინგას პოტენციურ გასხვისებას სერიოზულად განიხილავენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, 23 წლის ფრანგი ნახევარმცველის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













