გავიხსენოთ "შავ-წითლების" სარფიანი გარიგებები უკანასკნელ ხუთ წელიწადში. ეგვიპტელ თავდამსხმელამდე, იგივე გზა გაიარეს სებასტიან ალემ, ლუკა იოვიჩმა, რანდალ კოლო მუანიმ და ანდრე სილვამ.
სებასტიან ალე - ყიდვა: €12 მილიონი | გაყიდვა: €50 მილიონი | მოგება: €38 მილიონი
ლუკა იოვიჩი - ყიდვა: €22.5 მილიონი | გაყიდვა: €63 მილიონი| მოგება: €40.5 მილიონი
რანდალ კოლო მუანი - ყიდვა: უფასოდ | გაყიდვა: €95 მილიონი | მოგება: €95 მილიონი
ომარ მარმუში - ყიდვა: უფასოდ | გაყიდვა: €70 მილიონი | მოგება: €70 მილიონი
ანდრე სილვა - ყიდვა: €3 მილიონი | გაყიდვა: €23 მილიონი | მოგება: €20 მილიონი
როგორც ვხედავთ, უკანასკნელ ხუთ წელიწადში ხუთი თავდამსხმელის გაყიდვით, დოიჩე ბანკ პარკის ბინადრებმა €263.5 მილიონიანი მოგება ნახეს.















