მას შემდეგ, რაც ვარანმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა, ფრანგ ფეხბურთელს ძირითადად საუდის არაბეთის გუნდებს უკავშირებდნენ და როგორც ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები წერდნენ, რაფა ევროპის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფაბრეგასი ფეხბურთელს დაუკავშირდა. ამ მომენტისთვის უცნობია, რა თანხას შეჰპირდა კომო გამოცდილ ვარანს, თუმცა დიდი შანსია ფინანსური მხარე აქ მეორე ხარისხოვანი იყოს — ასაკის მიუხედავად, ვარანი კარიერის ბოლოშია გასული და მისთვის ფული შეიძლება ნაკლებად პრიორიტეტული იყოს და კომოში ტრანსფერი, უბრალოდ ახალ გამოწვევაზე თანხმობას ნიშნავდეს.
ფაბრეგასი საინტერესო გუნდის შენებას აგრძელებს და რეინას, მორენოსა და ვარანის დამატების შემდეგ, კიდევ უნდა ველოდოთო კომოს მხრიდან საინტერესო ტრანსფერებს.













