ტრანსფერი დაიხურა — კონორ გალაგერი ატლეტიკო მადრიდიდან კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 25 წლის ფეხბურთელს სამშობლოში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ტოტენჰემი კონორ გალაგერის სანაცვლოდ €40 მილიონს გადაიხდის.
კონორ გალაგერი, რომ ატლეტიკო მადრიდის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა ამის შესახებ ესპანური მედია რამდენიმე კვირის განმავლობაში წერდა. ფაქტია, ინგლისელის მადრიდულ გუნდში ტრანსფერმა არ გაამართლა, შესაბამისად, ჩოლო სიმეონესთან შეთანხმებით, კონორ გალაგერმა ატლეტიკოს დატოვება გადაწყვიტა.
საქმეში იყო ასტონ ვილაც, თუმცა ბირმინგემელებს კონორ გალაგერის დამატება მხოლოდ იჯარის წესით სურდათ, ხოლო ტოტენჰემმა ატლეტიკო მადრიდს სწორედ ის თანხა შესთავაზა რამდენსაც ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ითხოვდნენ. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, "დეზები" 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერს მიმდინარე კვირაში ოფიციალურად დაადასტურებენ.













