ნაპოლის 30 წლის ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას აგენტმა Sport24-თან ინტერვიუში საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა:
"თუ სტანისლავი მესამე სკუდეტოს მოიგებს, ნაპოლის დატოვება მისთვის უფრო მარტივი იქნება. ის უკვე 30 წლისაა და თითქმის შეუძლებელია ფიზიკურად ასე გაგრძელება, რადგან კონტეს ზედმეტად მომთხოვნია. მას სჭირდება 25 ფეხბურთელი, რომელსაც მსგავსი მენტალიტეტი ექნება, როგორიც მას აქვს, ამის მიღწევა კი ძალიან რთულია, რადგან ყველა ფეხბურთელს ერთნაირი ხასიათი და მენტალიტეტი ფიზიკურად ვერ ექნება.
ანტონიო კონტე ნაპოლიში მომდევნო სეზონშიც თუ დარჩება, ვფიქრობ, სტანისლავი ნაპოლის დატოვებას მოითხოვს."
სტანისლავ ლობოტკა ნაპოლის ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავს, რა დროშიც 209 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. სლოვაკმა ფეხბურთელმა "პარტენოპეისთან" ერთად 2 სკუდეტოს მოგებაც მოახერხა.













