როგორც ირკვევა, 2023 წელს, როდესაც ფეხბურთელი ბაიერნში გადაბარგდა, ინგლისელის მოთხოვნით, კონტრაქტში ჩაიწერა სამი გამოსასყიდი თანხა. ჰარი კეინს ინგლისში დაბრუნებისა და პრემიერ ლიგის ბომბარდირობის რეკორდის დამხობის სურვილი თუ ექნებოდა, ეს პუნქტები ფეხბურთელს ამაში დაემხარებოდა და მათი ხელშეკრულებაში ჩაწერაც, სწორედ აქედან იყო გამოწვეული.
პირველი გამოსასყიდი თანხა €80 მილიონი იყო, თუმცა ამ პუნქტს ვადა 31 იანვარს ამოეწურა. ხელშეკრულებაში რჩება მეორე პუნქტი, რომლის ვადა 2026 წლის 31 იანვარს იწურება — მეორე გამოსასყიდი თანხა €65 მილიონია. ამ გამოსასყიდი თანხის შესახებ კი ინგლისურ კლუბებს ინფორმაცია რა თქმა უნდა აქვთ. შეგახსნებეთ, ჰარი კეინს ბაიერნთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

31 წლის ინგლისელის კონტრაქტში არის ტოტენჰემისთვის განკუთვნილი სპეციალური პუნქტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე კლუბი კეინის გამოსასყიდ თანხას (€65 მილიონი) გადაიხდის, "დეზები" იგივე თანხის გადახდის შემთხვევაში, ფეხბურთელის უფლებებს დაიბრუნებენ და მის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უპირატესობას შეიქმნიან.
ასეთ უცნაურ პუნქტებს ბევრი ფეხბურთელის კონტრაქტში ვერ შევხვდებით, თუმცა ამაზე ახლა საუბარი კიდევ უფრო შორს წაგვიყვანს. ამ მომენტისთვის დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჰარი კეინი ბაიერნში ბედნიერია, თუმცა ისტორიამ გვაჩვენა, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.













