ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრედლი ბარკოლა პსჟ-ში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა — როგორც ირკვევა, ფრანგ ფეხბურთელს სათამაშო დროსთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, რის გამოც გუნდის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.
ამ თემასთან დაკავშირებით, ფრანგული მედია უკვე დიდი ხანია, რაც საუბრობს. ბრედლი ბარკოლასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს კარგად არ შეხვდა, რადგან ამ გარიგების შემდეგ, მისი სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა.
სტასბურგთან მატჩამდე პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ბრედლი ბარკოლას თაობაზე ისაუბრა:
"მე არ ვეძებ პოზიტივს ან ნეგატივს, რადგან კარგად ვიცი რა შეუძლია ბარკოლას. 35 გოლში მონაწილეობა უკვე მიიღო, ის ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეა და ვფიქრობ, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორია. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მომავალშიც ასე იქნება "
პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის ამ განცხადების მიუხედავად, უახლოეს პერიოდში სიტუაცია თუ არ შეიცვლება, დიდი შანსია ბრედლი ბარკოლამ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტოს.













