ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე ევროპულ გამოცემაში არსენალის ზაფხულის გეგმების შესახებ დაიწერა და პრესაში ინფორმაცია პოტენციურ სამიზნეებზეც გაჟღერდა. ორი შემტევი ფეხბურთელი, რომელიც "მეთოფეებს" დაუკავშირეს ხვიჩა კვარაცხელია და ბრედლი ბარკოლა იყვნენ, თუმცა რა ხდება რეალურად სწორედ ამ სტატიაში მოგიყვებით.
არსენალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ახალი მოთამაშის დამატებას გეგმავს, საიდანაც ერთ-ერთი აუცილებლად მარცხენა ვინგერი იქნება, თუმცა კლუბთან დაახლოებულმა წყაროებმა ზემოხსენებული ფეხბურთელების მიმართ ინტერესი უკვე უარყვეს. ამ მომენტისთვის მიკელ არტეტას გუნდი ბრედლი ბარკოლასა და ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას არ განიხილავს, შესაბამისად, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია დიდი ჭორი აღმოჩნდა.
პარი სენ-ჟერმენი და ბრედლი ბარკოლა ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებენ, ხოლო რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი პარიზში ბედნიერია და კლუბის გამოცვლას ნამდვილად არ აპირებს.













