ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ლაშა ოდიშარიამ დიდი შანსია ლატვიური რფს დატოვოს და კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს. ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერზე ესპანური ხიხონის სპორტინგი მუშაობს.
ჩვენი ინფორმაციით, ოდიშარიას ლა ლიგა 2-ის კლუბში გადასვლა სურს, სწორედ ამიტომ, მხარეები გარიგებაზე მუშაობას აგრძელებენ. ლაშა ოდიშარია რფს-ის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ამ დროში 61 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
ლაშა ოდიშარიას დამატებას სხვა კლუბებიც განიხილავენ და საქმეში კიდევ რამდენიმე გუნდია. უახლოეს დღეებში, 22 წლის ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













