მე-7 ტრანსფერი! ატალანტა ახალი სეზონის წინ, გაძლიერებას აგრძელებს და როგორც ირკვევა, ბერგამოელებმა კიდევ ერთი გარიგება დახურეს — ლაზარ სამარჯიჩი უდინეზედან კარიერას ჯან პიერო გასპერინის გუნდში გააგრძელებს. მხარეებს შორის €20 მილიონიანი გარიგება შედგა, ფეხბურთელისთვის კი 5-წლიანი კონტრაქტი მზადაა. 22 წლის ფეხბურთელს ბერგამოში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
სამარჯიჩი უდინეზეს ღირსებას 2021 წლიდან იცავდა, რა დროშიც სერბმა ნახევარმცველმა 98 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და 10 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.
ლაზარი ბოლო წლების უდინეზეს მთავარი ვარსკვლავი იყო, მის დამატებას კი თავის დროზე ჯერ ინტერი, შემდეგ კი ნაპოლიც ცდილობდა, თუმცა ყველას ატალანტამ აჯობა. გასპერინი ახალგაზრდა ფეხბურთელს უკვე ელოდება!