როგორც გავლენიანი გერმანული წყაროები წერენ, ვირცის მიმართ ინტერესს ბაიერნი, რეალ მადრიდი და მანჩესტერ სიტი იჩენენ, მეტიც, სამივე მათგანი ფეხბურთელის აგენტს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა. ყველაზე მეტად რეალ მადრიდი აქტიურობს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამეფო კლუბში ჩაბი ალონსოს გადაბირებაზეც ფიქრობენ, რაც ვირცის დამატების შანსს ავტომატურად გაზრდის. თუ კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს მადრიდს დატოვებს, გუნდი ალონსოს მიყვანას შეეცდება, ესპანელი #1 სამიზნეა.
ლევერკუზენი ფლორიან ვირცს, მინიმუმ, €120 მილიონად აფასებს. ფეხბურთელი გერმანული გუნდის ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავს, რა დროშიც 167 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 48 გოლი და 51 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













