შეთანხმება შედგა — ლუკას პერიმ ლიონი დატოვა და კარიერას ლიდს იუნაიტედში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 27 წლის ბრაზილიელი მეკარე სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის, რის შემდეგაც ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ლიდს იუნაიტედი გამოცდილი მეკარის სანაცვლოდ დაახლოებით €15 მილიონს გადაიხდის.
იმის მიუხედავად, რომ პაულუ ფონსეკას ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, ლიონის ფინანსური პრობლემების გამო, ლუკას პერის გუნდში დარჩენა თავიდანვე გამოირიცხა. ბრაზილიელით რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, თუმცა ყველას ლიდს იუნაიტედმა აჯობა.
ლუკას პერი ლიონის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. ბრაზილიელმა მეკარემ ამ დროში 49 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარის მშრალად შენახვა კი 15-ჯერ მოახერხა.













