მას შემდეგ, რაც ლიონი ფინანსური პრობლემების ფონზე ლიგა 2-ში დააქვეითეს, კლუბის წამყვანი ფეხბურთელების შესახებ საუბრები არ წყდება. მათ შორის ძალიან ბევრი იწერება გიორგი მიქაუტაძის თაობაზეც, რომელსაც ყოველდღიურად სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ.
რა ხდება რეალურად გიორგი მიქაუტაძესა და ლიონის თავს?
ლიონი საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, კლუბის მფლობელ ჯონ ტექსტორს ლიონის გადარჩენის გეგმა აქვს, შესაბამისად, სასამართლოში საქმე სანამ არ გადაინაცვლებს, იქამდე როგორც გიორგი მიქაუტაძის, ისე სხვა ლიონის ფეხბურთელების პოტენციურ ტრანსფერებზე საუბარი ლოგიკას მოკლებულია.
ამ მომენტისთვის გიორგი მიქაუტაძეს აგენტთან არც ერთი კლუბი მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. კი, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დიდია და მის სიტუაციას ბევრი კლუბი ყურადღებით აკვირდება, თუმცა ქართველი ფორვარდი ახლა მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია და ლიონის დატოვებას იქამდე არ აპირებს სანამ კლუბის მომავალი ბოლომდე არ გაირკვევა. ყველამ კარგად იცის თუ რამხელა კავშირი აქვთ ქართველ ფეხბურთელსა და ფრანგულ კლუბს, შესაბამისად, ასეთ რთულ პერიოდში 24 წლის ფორვარდი გუნდის დატოვებაზე ნამდვილად არ ფიქრობს.
უახლოეს კვირებში როგორც ლიონის, ისე გიორგი მიქაუტაძის თაობაზეც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













