ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლიონიდან მოთამაშეების წასვლაა მოსალოდნელი. იანვარში კლუბი იძულებული იქნება რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს, რათა გარკვეული ფინანსური მოგება ნახოს. გავლენიანი ფრანგული წყაროების ინფორმაციით, უკვე ცნობილია რომელი ფეხბურთელები დააყენა კლუბმა ტრანსფერზე:
საიდ ბენრაჰმა;
გიფტ ორბანი;
ერნესტ ნუამა.
ლიონი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ამ ფეხბურთელების გასხვისებას შეეცდება. სამივე მათგანმა კლუბის გადაწყვეტილების შესახებ უკვე იცის და მათი აგენტები ახალ გუნდებს უკვე ეძებენ. თუმცა ყველაფერი მაინც სატრანსფერო შემოთავაზებებზე იქნება დამოკიდებული. ბენრაჰმას და ორბანის ფასი დაახლოებით იდენტურია — €12-15 მილიონი, ხოლო რაც შეეხება ნუამას ფასს, ლიონი 21 წლის ვინგერს, მინიმუმ €25 მილიონად აფასებს.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, რაიან შერკისა და მალიკ ფოფანას, კლუბი მათ სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს, თუმცა ამ ფეხბურთელების იანვარში გაყიდვის შანსი მაინც მიზერულია. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სეზონის ბოლოს ალექსანდერ ლაკაზეტი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს, შესაბამისად, მიქაუტაძის შანსები მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გაიზრდება.
















