რამდენიმე საათის წინ როგორც გაცნობეთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, გიორგი მიქაუტაძის დამატებას ორი კლუბი ცდილობს. საქმეში ბრენტფორდი და ვილიარეალი არიან, საიდანაც ყველაზე მეტად ესპანური კლუბი აქტიურობს. ამ თემასთან დაკავშირებით ფრანგული მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რის მიხედვითაც ვიგებთ, რომ მხარეებს შორის უახლოეს საათებში შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც პოტენციურ ტრანსფერზე შედგება საუბარი.
როგორც ცნობილი ხდება ვილიარეალი დაახლოებით €30-35 მილიონის გადასახდელად მზადაა, რაც ლიონისთვის მისაღები თანხაა. რაც შეეხება სხვა დაინტერესებულ კლუბებს, საქმეში ბარნლი და საუდის ერთ-ერთი წარმომადგენელიცაა (გუნდის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია). ეს კლუბები პირველ შეთავაზებას უკვე ამზადებენ.
იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიონის დატოვება არ სურს, დიდი შანსია კლუბმა ქართველ ფეხბურთელს წასვლა აიძულოს. 24 წლის ფეხბურთელისთვის საკმაოდ რთული მომენტი დადგა, რადგან როგორც ყველასთვის კარგად ცნობილია, ჟორჟი ლიონში ძალიან ბედნიერია და გუნდის დატოვება მის გეგმებში არ შედის.
უახლოეს საათებში ქართველი ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













