სეზონის ბოლოს, ზაფხულში რაიმე განსაკუთრებული თუ არ მოხდება, ალექსანდრ ლაკაზეტი ლიონს დატოვებს! დიახ, ფრანგულ კლუბში ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, რის შესახებაც ვეტერან ფორვარდს უკვე აცნობეს. ბოლო ინფორმაციით, ლიონი 33 წლის ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "გენერალი" სეზონის ბოლოს Parc Olympique Lyonnais არენას თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ალექსანდრ ლაკაზეტი ლიონის დატოვებასთან ახლოს 2024 წლის ზაფხულშიც იყო, როდესაც მის დამატებას საუდის კლუბები ცდილობდნენ, თუმცა ფეხბურთელმა ბოლო მომენტში დარჩენა გადაწყვიტა. როგორც ირკვევა, პრო ლიგის რამდენიმე გუნდი ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელით ახლაც ინტერესდება.
შეგახსენებთ, ფრანგი ფეხბურთელი ლიონში 2022 წლის ზაფხულში დაბრუნდა. ლაკაზეტმა ამ დროში 113 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 69 გოლი და 18 საგოლე გადაცემაც შეასრულა













