ლივერპული გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. მერსისაიდულ კლუბში 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ყიდვას და შემდეგ 1 წლით იჯარით სხვაგან გაშვებას, სერიოზულად განიხილავენ! ეს გეგმა მოსწონს გიორგისაც, რომელსაც პრემიერ ლიგაში კარიერის გაგრძელება ძალიან უნდა.
მხარეებს შორის ერთი შეხვედრა უკვე შედგა, თუმცა უახლოეს დღეებში ლივერპულის უფროსობა როგორც ვალენსიას წარმომადგენლებს, ისე მამარდაშვილის აგენტებსაც კიდევ ერთხელ შეხვდება — სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, ლივერპული ფეხბურთელის სანაცვლოდ €30-35 მილიონს გადაიხდის თუ არა.
ვალენსიას ფინანსური პრობლემები აქვს და მათთვის ფეხბურთელების ძვირად გაყიდვა პრიორიტეტულია. მამარდაშვილი "ღამურების" რიგებში ყველაზე ძვირად არის შეფასებული და თუ გარიგება შედგა, კლუბი ფინანსურად იხეირებს. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დინამო თბილისი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერიდან 10%-ს მიიღებს.
მომდევნო დღეებში, მამარდაშვილი-ლივერპულის თაობაზე უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი, LaGazzetta.ge კი ყველაზე სწრაფად მოგაწვდით გადამოწმებულ ინფორმაციას.
Premier League
ლივერპული-მამარდაშვილი: მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც ყველაფერი გადაწყდება













