ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ტოპ კლუბების გარშემო სულ უფრო და უფრო მეტი იწერება. გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, ყველაზე დატვირთული იანვრის თვე პრემიერ ლიგის გუნდებს ექნებათ, რადგან მოსალოდნელია, რომ რამდენიმე მათგანი არსებული შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება.
ზემოხსენებულ სიაში მოხვდა ლივერპულიც, რომელიც მინიმუმ ორი ახალი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, საიდანაც ერთ-ერთი წესით და რიგით შემტევი/ვინგერი იქნება. ახალი ტრანსფერების ფონზე კი გუნდი შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს და ერთ-ერთი მათგანი დიდი შანსია ფედერიკო კიეზა იყოს, რომელიც არნე სლოტის გეგმებში კვლავ არ შედის.
იმის მიუხედავად, რომ იტალიელ შემტევს მერსისაიდული კლუბის დატოვება როგორც მინიმუმ სეზონის ბოლომდე არ სურს, ლივერპული 28 წლის ვინგერის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. ფედერიკო კიეზათი იტალიური კლუბები უკვე დიდი ხანია, რაც ინტერესდებიან და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ისინი უფრო მეტად გააქტიურდებიან. საქმეში დიდი ალბათობით ინგლისური კლუბებიც ჩაერთვებიან, რადგან ფედერიკო კიეზას სატრანსფერო ფასი არც ისე ბევრია.
ფედერიკო კიეზას ანგარიშზე ამ სეზონში 12 მატჩი, 2 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.













