ლივერპულის მიერ დაანონსებული პირველი შეთავაზება გაკეთდა — მერსისაიდელებმა ნიუკასლს ოფიციალურად მიმართეს და ალექსანდერ ისაკის სანაცვლოდ "კაჭკაჭებს" არც მეტი, არც ნაკლები £120 მილიონი + ბონუსები შესთავაზეს, რაზეც უარი უკვე მიიღეს! დიახ, ედი ჰაუს გუნდი შვედ გოლეადორს მინიმუმ £150 მილიონად აფასებს და სხვა თანხად მის გაყიდვას არც კი განიხილავს.
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფეხბურთელს ნიუკასლის დატოვება და ლივერპულში გადასვლა სურს, თუმცა ეს უახლოეს დღეებში ფიზიკურად ვერ მოხდება. ფინანსების გარდა, სიტუაციას ართულებს შვედი ფორვარდის პოტენციური შემცვლელიც, რომელიც ედი ჰაუს გუნდს შერჩეული ამ დრომდე არ ჰყავს. ნიუკასლი ალექსანდერ ისაკის შენარჩუნებას იქამდე შეეცდება, სანამ მის ადგილას როგორც მინიმუმ ერთ ახალ ფორვარდს არ დაიმატებს.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ლივერპული 25 წლის ფორვარდის სანაცვლოდ გაუმჯობესებულ შეთავაზებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ცნობისთვის იმასაც გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ზუსტად 1 თვეში იხურება, შესაბამისად, ალექსანდერ ისაკის თაობაზე ყველაფერი აგვისტოს თვეში გაირკვევა.













