ლივერპულში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს — მომდევნო სეზონში ალისონ ბეკერი და გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში დარჩებიან! ბრაზილიელ კიპერს მერსისაიდული კლუბის დატოვება არ სურს და არც არნე სლოტი განიხილავს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას. ხოლო რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, მამარდაშვილის კიდევ ერთი იჯარა აღარ განიხილება, შესაბამისად, ორივე მეკარე 2025/26 სეზონს ენფილდზე გაატარებს.
რაც შეეხება კაომჰინ კელეჰერს, ირლანდიელი მეკარე ლივერპულს 100% დატოვებს. 26 წლის ფეხბურთელის მიმართ პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესს უკვე იჩენენ. მერსისაიდელები კელეჰერს დაახლოებით £30-35 მილიონად აფასებენ.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და ლივერპულს პრე-სეზონის დაწყებისთანავე შეუერთდება.













