1-წლიანი საგა დასრულდა, ჟოაუ პალინია ფულემიდან კარიერას ბაიერნში გააგრძელებს! რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. 28 წლის პორტუგალიელი ამ ფანჯარაზე, ბაიერნის მესამე ტრანსფერი იქნება. კომპანის გუნდმა პალინიამდე, ჰიროკი იტოსა და მაიკლ ოლისეს ტრანსფერები შეათანხმა.
ლონდონურ კლუბსა და ბაიერნს შორის €56 მილიონიანი გარიგება შედგა - ფეხბურთელმა ფულემს განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ გერმანულ გრანდში სურდა, რამაც ტრანსფერი დააჩქარა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას, ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გაივლის, მხარეებს შორის კი 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. კომპანი ჟოაუ პალინიას მოლოდინშია.
Bundesliga
ლონდონიდან მიუნხენში — ჟოაუ პალინია ბაიერნში ითამაშებს














