ლუკა ლოჩოშვილი, რომ კრემონეზეს დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ უკვე გაცნობეთ. განიხილებოდა თურქული გუნდების ვარიანტებიც, თუმცა 26 წლის მცველმა იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა. სალერნიტანას გარდა საქმეში იყო მოდენაც, თუმცა სალერნოურმა გუნდმა ტრანსფერის დახურვა მოახერხა.
სალერნიტანა 20 ტურის შემდეგ, სერია ბ-ში, მე-18 პოზიციას იკავებს. რობერტა ბრედას გუნდს 18 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.













