ქართველი ფეხბურთელის აგენტი რამდენიმე დღის წინ იტალიაში ჩაფრინდა, სადაც კრემონეზეს უფროსობას შეხვდა. 26 წლის მცველს მაგიდაზე რამდენიმე შემოთავაზება უდევს — აქტიურობენ თურქული კლუბები, კერძოდ გაზიანთეფი და რიზერსპორი. ბოლო საათებში კი ქართველი ფეხბურთელის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ლუკა ლოჩოშვილით მოდენა ინტერესდება, რომელიც კრემონეზეს მსგავსად სერია ბ-ში ასპარეზობს. "ჯალობლუ" 20 ტურის შემდეგ, 25 ქულით, მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და უახლოეს დღეებში ამ პოტენციურ გარიგებასთან დაკავშირებით უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.
ფეხბურთელს კრემონეზეს დატოვება სურს, ამის შესახებ იტალიურ კლუბში კარგად იციან და მას ტრანსფერში ხელს არ შეუშლიან. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც.














