კუპმაინერს, რომ ატალანტას დატოვება სურს, ამის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ გაცნობეთ. 26 წლის ნიდერლანდელის ტრანსფერზე იუვენტუსი ამ დრომდე მუშაობს და ტიაგო მოტა იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგება. ტურინელთა ბოლო შეთავაზება €59 მილიონი ატალანტას ჯერ კიდევ მაგიდაზე უდევს, ფეხბურთელი კი ყველაფერს აკეთებს, რომ გარიგება დაიხუროს.
რაც შეეხება ლუკმენს, მისი ამბავი შედარებით ახალია. დღევანდელ დღემდე არავინ იცოდა, რომ ნიგერიელს გუნდის დატოვება სურდა, თუმცა როგორც ახლა ირკვევა 26 წლის შემტევს პსჟ-სა და საუდის კლუბების შემოთავაზება აქვს, ფეხბურთელს კი გუნდის გამოცვლა სურს.
სატრანსფერო ფანჯარა 30 აგვისტოს იხურება და დიდია იმის ალბათობა, რომ ატალანტას ორი საუკეთესო ფეხბურთელი გუნდიდან წავიდეს.














