მილანში დაანონსებული დიდი ცვლილებები დაიწყო. გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. საუბარია დაახლოებით 15-დან 20 მოთამაშემდე, შესაბამისად, "როსონერის" წინ საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
ტიჯანი რეინდერსისა და ტეო ერნანდესის შესახებ უკვე მოგახსენეთ, ამ სტატიაში კი მაიკ მენიოზე ვისაუბრებთ. როგორც ირკვევა, ფრანგი მეკარის ტრანსფერზე ჩელსი მუშაობს, მეტიც, ლონდონური კლუბისთვის 29 წლის ფრანგი კარის დარაჯი #1 სამიზნეა. ენცო მარესკამ ამ გარიგებას მწვანე შუქი უკვე აუნთო, შესაბამისად, უახლოეს დღეებში ჩელსის პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ველოდებით. იტალიური გამოცემების ინფორმაციით, მაიკ მენიოს მილანის დატოვება და კარიერის ჩელსიში გაგრძელება სურს.
მაიკ მენიოს მილანთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, სწორედ ამიტომ მისი სატრანსფერო ფასი არც ისე დიდია. იტალიური კლუბი ფრანგ მეკარეს დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებს. უახლოეს დღეებში მაიკ მენიოს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













