"მინდა თუ არა ვალენსიაში დარჩენა? - კი, მინდა. დავრჩები თუ არა? - ეს არ ვიცი", - განაცხადა "ლოს ჩეს" მეკარემ.
შეგახსენებთ, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონია. "მურსელაგოსი" კლუბის ბიუჯეტის შევსების მიზნით 23 წლის კარის დარაჯის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. აქვე დავამატებთ, მისი კონტრაქტი მესტალიელებთან 2027 წლამდეა გათვლილი.
ზაფხულის დასაწყისში რუბენ ბარახას გუნდის 25-ე ნომრის სახელს ტოტენჰემსა და ნიუკასლს უკავშირებდნენ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, ორივე კლუბი სატრანსფერო ბრძოლიდან გასულია. ასევე აქტუალური იყო მადრიდის ატლეტიკოს ვარიანტი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდს იან ობლაკი დატოვებს.
მამარდაშვილის გარშემო ჭორის დონეზე ფიგურირებს მანჩესტერ სიტიც, რომლის ამჟამინდელი მეკარე, ედერსონ მორაესი საუდის არაბეთში გადასვლის ვარიანტს განიხილავს. ქართველი კარის დარაჯის გარდა, "ქალაქელების" სახელს ჯიჯო დონარუმასაც უკავშირებენ.















