დადასტურებულად — მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ალეხანდრო გარნაჩოს თაობაზე ყველა შეთავაზება განიხილავს! დიახ, "წითელი ეშმაკები" ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავენ, ამ თანხით კი ახალი შემტევის დამატება სურთ.
შეგახნსებეთ, ალეხანდრო გარნაჩო ოლდ ტრაფორდის დატოვებასთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ძალიან ახლოს იყო, რა დროსაც მის ტრანსფერზე ნაპოლი მუშაობდა, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა და 20 წლის ფეხბურთელიც მანჩესტერში დარჩა.
რუბენ ამორიმის გადაწყვეტილებით, ზაფხულში დიდი ცვლილებები იქნება — გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, შესაბამისად, "წითელ ეშმაკებს" წინ საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ელოდებათ.
რაც შეეხება ალეხანდრო გარნაჩოს, არგენტინელის მანჩესტერული კარიერა ასე გამოიყურება: 137 მატჩი, 25 გოლი და 21 საგოლე გადაცემა. ახალგაზრდა ვინგერს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €50-60 მილიონია.













