
საუბარი, რა თქმა უნდა, ომარ მარმუშზეა, რომლის ტრანსფერიც უბრალოდ დროის ამბავია. სიტის წარმომადგენლები დღეს გერმანიაში ჩაფრინდნენ, სადაც როგორც აინტრახტის უფროსობას, ისე ეგვიპტელი ფორვარდის აგენტებსაც შეხვდნენ. მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც 25 წლის ფეხბურთელი ინგლისში გაემგზავრება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. საუბარია, დაახლოებით, €60-70 მილიონიან გარიგებაზე.
ომარ მარმუში აინტრახტის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს, რა დროშიც ფეხბურთელმა 66 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 36 გოლი და 18 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ფეხბურთელის დამატებას ლივერპული და ბაიერნიც განიხილავდნენ, თუმცა არა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
მანჩესტერ სიტი ამაზე გაჩერებას არ აპირებს — პეპ გუარდიოლას გუნდი მინიმუმ ერთ ტრანსფერს კიდევ განახორციელებს.
















