ტრანსფერი დაიხურა —
ნიკო გონსალესი პორტოდან კარიერას
მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს! "ქალაქელებმა" 23 წლის ესპანელის სანაცვლოდ არც მეტი, არც ნაკლები €60 მილიონი გადაიხადა. ფეხბურთელისთვის 4.5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. გონსალესი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის.

ომარ მარმუშის, ვიტორ რეისისა და აბდუკოდირ ხუსანოვის შემდეგ, სიტიმ კიდევ ერთი გარიგება დახურა. ინგლისურმა კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჯამში €212 მილიონი დახარჯა.
ამ გარიგებით იხეირებს ბარსელონაც — კატალონიელები ტრანსფერიდან €13 მილიონს მიიღებენ.