მანჩესტერ სიტიში მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კლუბთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ზაფხულში "ქალაქელებს" არც მეტი, არც ნაკლები ათამდე ფეხბურთელი დატოვებს და ამ სტატიაში სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით.
ჯეიმს ტრაფორდი, ნათან აკე, ჯონ სტოუნსი, კალვინ ფილიფსი, ჯეკ გრილიში, მანუელ აკანჯი — ეს ფეხბურთელები ახალ სეზონს აუცილებლად ახალ გუნდებში დაიწყებენ. რაც შეეხება მატეო კოვაჩიჩს, ომარ მარმუშსა და სავინიოს, მანჩესტერული კლუბი მათ სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს.
და ბოლოს, ბერნარდუ სილვას საკითხი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, დღევანდელი მოცემულობით საკმაოდ დიდი შანსია პორტუგალიელმა მანჩესტერ სიტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს, რადგან მხარეებს ახალ კონტრაქტზე მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყიათ.













