როგორც მოგეხსენებათ, კაზემირო სეზონის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლდ ტრაფორდის ბინადრები ზაფხულში ახალ საყრდენ ნახევარმცველს 100% დაიმატებენ.
ბოლო საათების განმავლობაში, ბრიტანული პრესა "წითელი ეშმაკების" პოტენციურ სამიზნეებზე უკვე ალაპარაკდა და როგორც ირკვევა, მანჩესტერული კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სანდრო ტონალი იქნება! დიახ, კლუბში 25 წლის იტალიელი ნახევარმცველი ყველას ძალიან მოსწონს და იმის მიუხედავად, რომ მისი სატრანსფერო ფასი €100 მილიონზე მეტია, მანჩესტერში ყველაფერს გააკეთებენ, რომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი ზაფხულში მაინც დაიმატონ.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის მიმართაც მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესი დადასტურდა ელიოტ ანდერსონია. კლუბში ფიქრობენ, რომ სანდრო ტონალისთან ერთად 23 წლის ინგლისელი ფეხბურთელიც საკმაოდ კარგი ვარიანტია, შესაბამისად, მისი დამატებაც სერიოზულად განიხილება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მანჩესტერ იუნაიტედის სხვა პოტენციურ სამიზნეებზეც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













