23 წლის ნახევარმცველი პსჟ-ში 2023 წელს გადაბარდგა, როდესაც პარიზულ კლუბსა და სპორტინგს შორის €60 მილიონიანი გარიგება შედგა. ფეხბურთელმა ლუის ენრიკეს ნდობა მალევე მოიპოვა, თუმცა სეზონის დასრულებისთანავე, ცნობილი გახდა, რომ ესპანელმა სპეციალისტმა სხვა ნახევარმცველის დამატება მოითხოვა, შესაბამისად, უგარტეს გუნდიდან წასვლის ალბათობა გაიზარდა. შემდეგ საქმეში მანჩესტერ იუნაიტედი ჩაერთო, რომელიც ახალ 6-ნომერს ეძებდა, ურუგვაელმა ფეხბურთელმა კი ოლდ ტრაფორდზე კარიერის გაგრძელებაზე თანხმობა მალევე განაცხადა. ორ კლუბს შორის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ფეხბურთელის სურვილით გარიგება მაინც შედგა.
ტენ ჰაგის გუნდი გაძლიერებას აგრძელებს — ლენი იოროს, მატაის დე ლიხტის, ნუსაირ მაზრაუისა და ჯოშუა ზირკზეს შემდეგ, მანუელ უგარტე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მეხუთე დამატება იქნება. ფეხბურთელს მანჩესტერში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.













