"მომწონს ჩვენი ახალწვეული გიუ, თუმცა თუ მოგვეცემა კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატების შანსი, უარს არ ვიტყვით. ჩელსიში მინდა ვიხილო მხოლოდ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ დაგვეხმარებიან. ფორმალური ტრანსფერების გაკეთებას არ ვაპირებთ", - განაცხადა ლონდონელთა დამრიგებელმა.
44 წლის მწვრთნელის კომენტარის შემდეგ, ბრიტანულ პრესაში კვლავ აქტუალური გახდა ნაპოლის თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის "არისტოკრატებში" შესაძლო გადასვლა. როგორც ვიცით, "ლურჯებიდან" "პარტენოპეიში" გადავა რომელუ ლუკაკუ და არაა გამორიცხული, რომ საპირისპირო მიმართულებით სწორედ ნიგერიელი ფორვარდი წავიდეს.















