ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში უკვე ჩაფრინდა, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება. ერმოსოს წლიური ხელფასი თითქმის €5 მილიონი იქნება.
ესპანელმა მცველმა ატლეტიკო მადრიდის რიგებში 174 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ჩოლო სიმეონეს ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა ერმოსო ახალ გამოწვევას ეძებდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ფეხბურთელის დამატებას მილანი, ბოლონია, ინტერი, ნაპოლი, გალათასარაი, ბეშიქთაში და საუდის გუნდები ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც დანიელე დე როსისა და ერმოსოს შორის კომუნიკაცია შედგა, ესპანელმა რომას სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
მარიო ერმოსო კრის სმოლინგის პირდაპირი შემცვლელი იქნება. გამოცდილი ინგლისელი ცენტრალური მცველი კარიერიას საუდის არაბეთში, კერძოდ ალ ფეიჰაში გააგრძელებს.













