რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, მარკო ასენსიო პარი სენ-ჟერმენიდან კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს. მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 29 წლის ესპანელ ფეხბურთელს თურქეთში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ფენერბაჰჩე გამოცდილი ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ დაახლოებით €10 მილიონს გადაიხდის.
მარკო ასენსიომ გასული სეზონის მეორე ნახევარი ასტონ ვილაში გაატარა. იმის მიუხედავად, რომ უნაი ემერის გამოცდილი ესპანელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, ბირმინგემულმა კლუბმა ასენსიო მაინც არ გამოისყიდა.
ესპანელი ფეხბურთელი პსჟ-ს ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ასენსიომ ამ დროში 47 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













