მანჩესტერ იუნაიტედი ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა პრესეზონი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, სადაც მონაწილეობას მანჩესტერული კლუბის ახალწვეულებიც იღებენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდმა 2 ფეხბურთელის დამატება უკვე მოასწრო, თუმცა ოლდ ტრაფორდის ბინადრები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.
ლენი იოროსა და ჯოშუა ზირკზეს შემდეგ "წითელი ეშმაკები" ორმაგ შეთავაზებას ამზადებდნენ და ბაიერნიდან ორი ფეხბურთელის წამოყვანას გეგმავდნენ, საიდანაც ერთის ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაიხურა — საუბარია მატეის დე ლიხტზე, რომელიც კარიერას ოლდ ტრაფორდზე გააგძრელებს. 24 წლის ნიდერლანდელის ტრანსფერზე გუნდი რამდენიმე კვირა მუშაობდა და როგორც ჩანს, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.
საუბარია €50 მილიონიან გარიგებაზე, ფეხბურთელისთვის კი 5-წლიანი კონტრაქტი მზადაა. დე ლიხტს მანჩესტერში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ტენ ჰაგი და ნიდერლანდელი მცველი ისევ ერთად იმუშავებენ... შემდეგი კი ნუსაირ მაზრაუია, რომლის ტრანსფერის დახურვაც მომდევნო კვირაში იგეგმება.